weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არ გეტყვით რატომ - პრეზიდენტი პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე

20:32 ხუთშაბათი, 29 აგვისტო 2019
სალომე ზურაბიშვილი, ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილი, ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ამბობს მიზეზს, რის გამოც პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძის შეწყალება გადაწყვიტა. მისივე თქმით, თუ დამატებითი და უფრო დეტალური განცხადება გახდება საჭირო, ამას თბილისში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.

„რატომ შევიწყალე ამას ნამდვილად არ გეტყვით, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და ყველა იურისტმა ეს იცის. [შეწყალება] უცებ გახდა სალაპარაკო პრობლემა, იმ დროს როცა ამდენი არის პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში. მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება აქ ევროპაში, ევროპის შუაგულში დღეს, ეს მცდელობები, რომ აქცენტი გადავიტანოთ სხვა საკითხზე, კიდევ ერთი მაჩვენებელია, იმის მაგივრად რომ ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე, რომელიც მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ ორი დღე თბილისში და მიიღონ პასუხები თბილისში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას. იგი ამჟამად ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. 

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. მოგვიანებით „ბათუმელებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ერთ-ერთი პირი, ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს თავისუფლების აღკვეთა 12 წლით მიუსაჯეს. პრეზიდენტის შეწყალების შედეგად, მან საპატიმრო 4 წელიწადში დატოვა.

პოლიციელი თარაშ მუკბანიანი 2014 წლის დეკემბერში ღამის კლუბ „ლეგასში“დაიღუპა. იგი 22 წლის იყო. მკვლელობის ღამეს თარაშ მუკბანიანი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. იგი სწორედ ამ იარაღიდან გასროლით მოკლეს. მსჯავრდებულის ადვოკატი დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ რამაზ დევაძეს მუკბანიანი განზრახ არ მოუკლავს. ადვოკატის თქმით, დევაძემ მუკბანიანისთვის იარაღის წართმევა შეძლო და ტყვიის ამოღების დროს შემთხვევით გაისროლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]